"კლოპს არ აძლევენ ყველაფრის თქმის უფლებას, თუმცა ვიცი, რომ სუპერლიგა მას ჩემზე მეტად სძულს", - ნევილი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა ისაუბრა იურგენ კლოპის შესახებ, რომელმაც სუპერლიგის თაობაზე რამდენიმე განცხადება გააკეთა:
"კლოპი ლივერპულში მუშაობს ბრწყინვალედ და მე მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, სუპერლიგის ისტორიის შემდეგ, ერთ მხარეს ვართ.
გერმანელ სპეციალისტს აქ აქვს ყველაფრის თქმის უფლება, თუმცა ვიცი, რომ მას სუპერლიგა ჩემზე მეტად სძულს, დიახ ეს სიმართლეა.
იურგენს ეზიზღება აღნიშნული პროექტის თითოეული დეტალი, რადგან ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება მის პრინციპებსა და ღირებულებებს.
მერსისაისელთა დამრიგებელი დააღალატა კლუბის ხელმძღვანელობამ, რომლაც ის ავტობუსის ქვეშ მოაყოლა", - განაცხადა ინგლისელმა.
კლოპი: "უკვე მივეჩვიე, იმას რომ კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებებს უჩემოდ იღებს"
"არსენალი და ტოტენჰემი სუპერლიგაში? სან-მარინოს ჩემპიონატის ყურება მირჩევნია", - ნევილი