ავტორიზაცია

"ახალი თავსატეხი კარტახენას მწვრთნელს" - გიორგი აბურჯანია შემდეგ მატჩს გამოტოვებს

"ახალი თავსატეხი კარტახენას მწვრთნელს" - გიორგი აბურჯანია შემდეგ მატჩს გამოტოვებს
თარიღი 20 აპრ 2021, 16:01

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარტახენას ლა ლიგა 2-ის 36-ე ტურში ვერ დაეხმარება.

ამის მიზეზი მიმდინარე სეზონში გიორგი აბურჯანიას მიერ დაგროვებული 5 ყვითელი ბარათია. AS 26 წლის ნახევარმცველის დისკვალიფიკაციას ეხმაურება და წერენ, რომ კარტახენას მთავარ მწვრთნელს ახალი თავსატეხი გაუჩნდა.

"ლუის კარიონს აშკარად არ გაუმართლა და ახალი თავსატეხი დაემატა. კვირიდან კვირამდე კარტახენა ერთი და იგივე შემადგენლობით გარკვეული მიზეზების გამო ვერ თამაშობს. ფეხბურთელთა ტრავმებს ახლა გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშის გიორგი აბურჯანიას დისკვალიფიკაცია დაემატა, რომელმაც ტენერიფეს(0-0) წინააღმდეგ გაფრთხილება მიიღო, რომელიც ამ სეზონში ქართველისთვის მე-5 იყო და ლოგრონესის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს," - წერს AS.

არადა, 24 აპრილს ლოგრონესის წინააღმდეგ კარტახენასთვის პრინციპული დაპირისპირებაა. ამ მომენტში გიორგი აბურჯანიას გუნდი 36 ქულით მე-19 ადგილზეა და გასავარდნ პოზიციაზეა, ხოლო ლოგრონესს 40 ქულა აქვს და მოგების შემთხვევაში, ქართველის გუნდი მეტოქეს 1 ქულით მიუახლოვდება.

გიორგი აბურჯანია კარტახენას 2021 წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით ოვიედოდან შეუერთდა. მას შემდეგ ახალ გუნდში 10-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

სუპერგმირის კოსტუმი ეცვა - მაკარიძე ესპანეთში დღის გმირად გამოაცხადეს

"მაღალი დონის მატჩი ჩაატარა" - ტენერიფეს მწვრთნელი კაკაბაძეს აქებს