ავტორიზაცია

ზედიზედ მესამედ - უნგრეთში ქართველების გუნდი გაჩემპიონდა

ზედიზედ მესამედ - უნგრეთში ქართველების გუნდი გაჩემპიონდა
თარიღი 21 აპრ 2021, 00:00

ფერენცვაროში უნგრეთის ჩემპიონატის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. ბუდაპეშტურმა გუნდმა ტიტული კვლავ დაიცვა და ეს ყველაფერი გიორგი ბერიძის უიპეშტთან(3:0) მოგების შემდეგ გაინაღდა.

უნგრეთის ოტპ ბანკ ლიგის 30-ე ტურში ფერენცვაროშმა უიპეშტს 3-0 მოუგო და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონობა გაინაღდა. გუნდმა ეს წინა 2 სეზონშიც მოახერხა, ლაშა დვალთან ერთად, ამჯერად კი, ჩემპიონობას ორი ქართველი აღნიშნავს - ლაშა დვალს გიორგი ხარაიშვილიც შეუერთდა.

უიპეშტის წინააღმდეგ ლაშა დვალი სათადარიგოთა შორის იყო, ხოლო გიორგი ხარაიშვილის დაზიანების გამო არ უთამაშია.

ლაშა დვალი ფერენცვაროშს 2019 წლის იანვარში პოლონური პოგონიდან შეუერთდა, გუნდთან ერთად კი ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო და ევროტურნირებზეც ითამაშა: ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. 25 წლის ცენტრალურ მცველს დედაქალაქურ გუნდთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.

რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, იგი ფერენცვაროშს შვედური გიოტებორგიდან 2021 წლის თებერვალში შეუერთდა. ახალ გუნდში 5-ჯერ ითამაშა და ერთხელ გაიტანა.

სუპერგმირის კოსტუმი ეცვა - მაკარიძე ესპანეთში დღის გმირად გამოაცხადეს

"ახალი თავსატეხი კარტახენას მწვრთნელს" - გიორგი აბურჯანია შემდეგ მატჩს გამოტოვებს