ავტორიზაცია

ანიელი: "დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტურნირს შეეძლო მსოფლიოს საუკეთესო გამხდარიყო"

ანიელი: "დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტურნირს შეეძლო მსოფლიოს საუკეთესო გამხდარიყო"
თარიღი 21 აპრ 2021, 15:41

„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ, ევროპის სუპერლიგის დაშლით მწუხარება გამოთქვა.

ანიელი ამ პროექტის ვიცე-პრეზიდენტი და ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი იყო.

„ჯერ კიდევ დარწმუნებული ვარ ამ პროექტის სილამაზეში და იმაში, თუ რამხელა სარგებლის მოტანა შეეძლო მას საფეხბურთო სისტემისთვის, ეს ტურნირი მსოფლიოს საუკეთესო გახდებოდა, მაგრამ არა, მე არ მგონია, რომ სუპერლიგა ჯერ კიდევ შეიძლება შედგეს.“ - აღნიშნა ანიელიმ.

სუპერლიგის დაშლა ოფიციალურად გუშინ დაიწყო, როცა ტურნირი „მან.სიტიმ“, „მან.იუნაიტედმა“, „ლივერპულმა“, „ჩელსიმ“, „არსენალმა“ და „ტოტენჰემმა“ დატოვეს. მოგვიანებით, სუპერლიგამ გამოაცხადა, რომ ტურნირს ინგლისური გუნდების გარეშე გააგრძელებდნენ.

თუმცა, უკვე დღეს, ინგლისელების მაგალითს მიყვნენ „ინტერი“, „ატლეტიკო“ და ახლა უკვე „მილანიც“.

ამჟამად, ტურნირს აქტიური წევრი ჰყავს - „რეალი“, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“. 
 

ოფიციალურად: სუპერლიგაში მხოლოდ სამი გუნდი დარჩა!

LIVE: სუპერლიგა ჩაიშალა? სრული სიგიჟე საფეხბურთო სამყაროში!