ავტორიზაცია

"პროცედურები ჯერ არ დასრულებულა", - იუვენტუსის ოფიციალური განცხადება სუპერლიგიდან კლუბების გასვლაზე

"პროცედურები ჯერ არ დასრულებულა", - იუვენტუსის ოფიციალური განცხადება სუპერლიგიდან კლუბების გასვლაზე
თარიღი 21 აპრ 2021, 15:45

სუპერლიგის დაშლასთან დაკავშირებით, „იუვენტუსი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„კლუბმა იცის, რომ ზოგმა კლუბმა სუპერლიგიდან წასვლა გადაწყვიტეს. თუმცა, გასვლის პროცედურები ჯერ არ დასრულებულა.

„იუვენტუსი“ ამ პროექტში დღემდე დარწმუნებულია, თუმცა ფიქრობს, რომ ამჟამად მისი რეალიზების ძალიან მცირე შანსიღა არსებობს.“ - ნათქვამია ტურინული გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.

სუპერლიგის დაშლა ოფიციალურად გუშინ დაიწყო, როცა ტურნირი „მან.სიტიმ“, „მან.იუნაიტედმა“, „ლივერპულმა“, „ჩელსიმ“, „არსენალმა“ და „ტოტენჰემმა“ დატოვეს. მოგვიანებით, სუპერლიგამ გამოაცხადა, რომ ტურნირს ინგლისური გუნდების გარეშე გააგრძელებდნენ.

თუმცა, უკვე დღეს, ინგლისელების მაგალითს მიყვნენ „ინტერი“, „ატლეტიკო“ და ახლა უკვე „მილანიც“.

ამჟამად, ტურნირს აქტიური წევრი ჰყავს - „რეალი“, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“. 

ოფიციალურად: სუპერლიგაში მხოლოდ სამი გუნდი დარჩა!

ანიელი: "დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტურნირს შეეძლო მსოფლიოს საუკეთესო გამხდარიყო"