ლა ლიგის გუნდები სუპერლიგის გუნდების წინააღმდეგ აქციას სპეციალური მაისურებით გამართავენ
ლა ლიგის კლუბები, რომლებიც სუპერლიგაში არ იყვნენ დაპატიჟებულნი, ამ ტურნირის წინააღმდეგ აქციას ჩაატარებენ.
„ვალენსიას“, „კადისის“, „ოსასუნას“, „ვილიარეალის“, „ალავესის“, „სევილიას“, „ლევანტეს“, „ბილბაოს“ და „ბეტისის“ ფეხბურთელები, უახლოეს მატჩებზე სპეციალური მაისურებით გავლენ, რომლებსაც ინგლისურად და ესპანურად ეწერებათ: „დაიმსახურეთ ჩემპიონთა ლიგა.“
გარდა ამისა, ასეთი შეტყობინება გამოსახული იქნება ტაბლოზე და სტადიონების ეკრანზეც.
ამჟამად, სუპერლიგის 12 დამფუძნებელს შორის ტურნირის დატოვების განცხადება მხოლოდ „რეალს“ და „ბარსელონას“ არ გაუკეთებიათ.
"პროცედურები ჯერ არ დასრულებულა", - იუვენტუსის ოფიციალური განცხადება სუპერლიგიდან კლუბების გასვლაზე