ავტორიზაცია

პრეზიდენტმა დაადასტურა - ეროვნული ლიგის ახალ სეზონში VAR-ს გამოიყენებენ

პრეზიდენტმა დაადასტურა - ეროვნული ლიგის ახალ სეზონში VAR-ს გამოიყენებენ
თარიღი 24 აპრ 2021, 00:03

2022 წლის სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატში ვიდეო მსაჯს გამოიყენებენ.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "POS TV"-ს სპორტულ გადაცემაში ისაუბრა.

"შემდეგი სეზონიდან ვიდეო რეფერი ეროვნულ ჩემპიონატში აუცილებლად იქნება, დიდი იმედი მაქვს მიმდინარე სეზონის რამდენიმე შეხვედრაშიც გამოვიყენებთ ახალ ტექნოლოგიას," - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ევროპულ ფეხბურთში VAR-ის სისტემას რამდენიმე წელია იყენებენ, საქართველოში კი მიმდინარე სეზონში მსაჯების მომატებულმა შეცდომებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ ტექნოლოგიის დაჩქარება აიძულა.

400,000 ევრო ხელფასად - ქეცბაიას გადაბირება კვიპროსულ კლუბს სურს

კლუბში მისვლიდან 2 თვეში - რომან ჭანტურიამ ყაზახური გუნდი დატოვა