ხოჭოლავა მომავალი სეზონიდან სერია ა-ს მწვრთნელთან იმუშავებს?
Football.ua-ს თანახმად, დონეცკის "შახტარს" მომავალ სეზონში უდიდესი ალბათობით ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
უკრაინული გუნდის სახელს უკავშირებენ რობერტო დე ძერბის, რომელიც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში "სასუოლოში" მოღვაწეობს.
შეგახსენებთ, რომ "მაღაროელების" შემადგენლობაში ირიცხება საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, დავით ხოჭოლავა.
აქვე დავამატებთ, რომ პირველად 2007 წლის შემდეგ, "შავ-ყვითლები" სეზონს ერთი ტიტულის მოგების გარეშეც კი ამთავრებენ.
რაც შეეხება დონბასელთა პოტენციურ დამრიგებელს, ის სერია ა-ში თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მწვრთნელად ითვლება.
რას წერენ უკრაინელი გულშემატკივრები ხოჭოლავას ახალ კონტრაქტზე?