ავტორიზაცია

ფოტო: პრემიერ ლიგის დიდების დარბაზის პირველი ორი წევრის ვინაობა ცნობილია

ფოტო: პრემიერ ლიგის დიდების დარბაზის პირველი ორი წევრის ვინაობა ცნობილია
თარიღი 26 აპრ 2021, 14:38

პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში პირველი ორი ფეხბურთელი შეიყვანეს. საუბარია ლონდონის "არსენალისა" და "ნიუკასლის" ლეგენდარული ფორვარდების, ტიერი ანრისა და ალან შირერის შესახებ.

ყოფილი ფრანგი თავდამსხმელი პრემიერ ლიგაში თამაშობდა 1999-2007, 2012 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან "მეთოფეებში" 370 მატჩში 226 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება მის ინგლისელ კოლეგას, თითქმის 15-წლიანი კარიერა ეპლ-ში, (1992-2006), საერთო ჯამში კი 405 შეხვედრა და 206 გოლი.

დიდების დარბაზში შეიყვანენ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც პრემიერ ლიგის ჩამოყალიბების შემდეგ, ანუ 2006 წლიდან ამ ტურნირში განსაკუთრებული მიღწევები დააფიქსირეს.

რაც შეეხება ანრისა და შირერის ტიტულებს, პირველმა პრემიერ ლიგა მოიგო ორჯერ, "კანონირებთან" ერთად, მეორემ კი ერთხელ, "ბლექბერნში".

ვენგერი: "მთელი ევროპა პრემიერ ლიგის განადგურებაზე ოცნებობს, ინგლისელები კი ამას თავადვე აკეთებდნენ"

საოცნებო და იდეალური სცენარი - იულიან ნაგელსმანი შესაძლოა მოულოდნელად პრემიერ ლიგაში ვიხილოთ