მატჩის შემდეგ კლინიკაში წავიდა - თემურ ქეცბაია ცუდად გახდა
კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში ოლიმპიაკოსთან(0-2) მარცხის შემდეგ ანორთოსისის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კლინიკაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ქართველი მწვრთნელის მეუღლე კატერინა ქეცბაია სოციალურ ქსელში წერს.
"თემური ოლიმპიაკოსთან მატჩის წინ შეუძლოდ გახდა, შეხვედრის შემდეგ კი გამოკვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ახლა თავს უკეთ გრძნობს," - წერს კატერინა ქეცბაია სოციალურ ქსელში.
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თემურ ქეცბაიას ანორთოსისის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. მისი ბოლო მატჩი გუნდში 15 მაისს, კვიპროსის თასის ფინალში იქნება.
ბრიტანული პრესა ადასტურებს - პრემიერ ლიგის გუნდსა და ჯუღელს შორის საუბარი შედგა!
მასზე უკეთესი იტალიელები გვყავს - იუვენტუსის ქომაგებს კვარაცხელიას ტრანსფერი არ სურთ