ქეცბაია: "ეს სამარცხვინოა! - ფინალი რომ არა, აქედან დღესვე წავიდოდი"
კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში "ანორთოსისი" "ოლმპიაკოს ნიქოზიას" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი "ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა.
"ეს სამარცხვინოა! ჩემმა გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა, რაც გამიკვირდა, მეტოქემ კი მოგება დაიმსახურა.
დღესვე სახლში წავიდოდი, თასის ფინალი სათამაშო რომ არ გვქონდეს. ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება", - თქვა ქეცბაიამ.
ცნობილია ისიც, რომ ამ მატჩის დასრულების შემდეგ ქართველი სპეციალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მატჩის შემდეგ კლინიკაში წავიდა - თემურ ქეცბაია ცუდად გახდა
400,000 ევრო ხელფასად - ქეცბაიას გადაბირება კვიპროსულ კლუბს სურს