ავტორიზაცია

VIDEO: "დაწვით აქაურობა ამათი დედა მ***", - გავიხსენოთ ტორპედოს ხმაურიანი ვიზიტი თბილისში

თარიღი 29 აპრ 2021, 12:24

დღეს, 18:00 საათზე გაიმართება ქართული ფეხბურთისთვის ყველა მხრივ გამორჩეული შეხვედრა - თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა სატურნირო მდგომარეობასა და ამა თუ იმ გუნდის პრობლემებს, აღნიშნული დაპირისპირება ინტრიგას მოკლებული არასდროს არის.

გავიხსენოთ "თეთრ-ლურჯებისა" და იმერლების ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური შეხვედრა - 2017 წლის 26 ნოემბერი, საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტური, რომელშიც ტრიუმფატორის ვინაობა სწორედ დედაქალაქელებსა და ქუთათურებს შორის წყდებოდა. უშუალოდ მატჩების დაწყების წინ, სატურნირო მდგოამრეობა იყო ასეთი:

როგორც ვხედავთ, კახაბერ კაჭარავას შეგირდებისთვის ფრეც იქნებოდა ოპტიმალური შედეგი, მაშინ, როდესაც კახაბერ ჩხეტიანის გუნდს მხოლოდ მოგება სჭირდებოდა. "ტორპედომ" შეასრულა თავისი პროგრამა მაქსიმუმი და დაძაბულ ბრძოლაში "დინამო" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის გმირი გამოდგა ერთადერთი გოლის ავტორი, თორნიკე კაპანაძე, ანტი-გმირი კი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც 96-ე წუთზე პენალტი გააფუჭა. "შტურმ გრაცის" ფლეიმეიქერის გოლის შემთხვევაში, ტაბლოზე აციმციმდებოდა 1:1, რაც თბილისელებისთვის ჩემპიონობისთვის საკმარისი იქნებოდა. საბოლოო შედეგი კი იყო ასეთი:

"დინამოს" შემადგენლობა იყო ასეთი - ლიტოვჩენკო, სალუქვაძე, გადრანი, კობოური, გეგეჭკორი, კუცია (კოვტალიუკი), კოჩლაძე (დავითაშვილი), კიტეიშვილი, შულაია, მიქელთაძე, ქავთარაძე.

"ტორპედო" - კვასხვაძე, ხურცილავა, გურული, ტაბატაძე, ქიმაძე, გიგაური (ტუღუში), კუხიანიძე, ფალავანდიშვილი (მამასახლისი), დოლიძე (კორობკა), კუტალია, კაპანაძე.

აღსანიშნავია, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში შეინიშნებოდა ორივე გუნდის გულშემატკივრების აქტიურობა, მატჩის დასრულების შემდეგ კი ქუთაისელმა ქომაგებმა ჩემპიონობა ემოციურად აღნიშნეს. წარმოგიდგენთ როგორც მატჩის მიმოხილვას, ისე იმერელი ფანების ხმაურიან გამოსვლას.

"ქინქლაძესა და კვარაცხელიას შორის უამრავ მსგავსებას ვხედავთ", - რუსული პრესის შედარება

გამოკითხვა: სურთ თუ არა ლიდსის გულშემატკივრებს თავიანთ გუნდში კვარაცხელიას ხილვა?