ავტორიზაცია

VIDEO: აჭარული დერბი წარმოუდგენელი შედეგით - დინამო ბათუმმა შუქურა 8:1 გაანადგურა

თარიღი 29 აპრ 2021, 17:58

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ფარგლებში გაიმართა აჭარული დერბი, რომელშიც ბათუმის "დინამომ" ქობულეთის "შუქურა" 8:1 გაანადგურა.

"დინამოს" მხრიდან გოლები გაიტანეს ვლადიმერ მამუჩაშვილმა, ლუკას გროჟურეკმა (დუბლი), გიორგი ფანცულაიამ (დუბლი), ჯაბა ჯიღაურმა (დუბლი) და გიორგი ძარიამ.

"შუქურას მხრიდან კი ლევან ინგოროყვამ. ბათუმელებმა მოაგროვეს 22 ქულა და თბილისის "დინამოს" მატჩამდე ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე პირველ ადგილამდე აღზევდნენ.

VIDEO: ლამაზი კომბინაცია და იდეალური თავური - საბურთალომ სამგურალი დაამარცხა

კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ორი მოულოდნელი ფავორიტი გამოიკვეთა - იტალიური პრესა