ავტორიზაცია

[VIDEO] ქართული კლასიკო 19 წლის შემტევის გოლით - დინამომ ტორპედო დაამარცხა

თარიღი 29 აპრ 2021, 19:48

ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩში თბილისის დინამომ საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედო მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში, ცვლილებაზე შემოსულმა თორნიკე მორჩილაძემ ლუკა გაგნიძის ეფექტური გადაცემით 65-ე წუთზე გაიტანა. გოლის ავტორი მოედანზე მხოლოდ 63-ე წუთზე შემოვიდა და გოლისთვის 2 წუთი დასჭირდა.

ამ მოგებით დინამო თბილისმა 25 ქულა დააგროვა და 11 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს. ტორპედო კი 6 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა.

მომდევნო მატჩს საქართველოს ჩემპიონები 8 მაისს ბათუმის დინამოს წინააღმდეგ, ბათუმის ცენტრალურ ახალ სტადიონზე გამართავენ.

VIDEO: აჭარული დერბი წარმოუდგენელი შედეგით - დინამო ბათუმმა შუქურა 8:1 გაანადგურა

ანორთოსისმა ქეცბაიას გარეშე ივარჯიშა - ქართველი ექიმების მითითებას ასრულებს