[VIDEO] შემოსვლიდან 30 წამში - ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში მე-11 გოლი გაიტანა!
უნგრეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში ბუდაპეშტი საკუთარ მოედანზე ფეჰერვართან 1-3 დამარცხდა.
სტუმართა შემადგენლობიდან ქართველმა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ თავის გამოჩენა მოახერხა. მწვრთნელმა 27 წლის ფორვარდი 75-ე წუთზე შეიყვანა მოედანზე და შესვლიდან 30 წამში ბუდუმ ეფექტური გოლი გაიტანა.
ფეჰერვარის მაისურით მიმდინარე სეზონში ზივზივაძისთვის მე-11 გოლი იყო, სულ 37-ჯერ ითამაშა და 7-ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბუდუ ზივზივაძის ფეჰერვარი 3 მაისს უნგრეთის თასის ფინალში ითამაშებს, სადაც გიორგი ბერიძის უიპეშტს შეხვდება. გასულ სეზონში ბუდუმ უნგრეთის თასის ფინალში ითამაშა და დამარცხდა, თუმცა მეზოკოვეშდის შემადგენლობაში.
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის ლეხთან გაახანგრძლივა
"ბათუმმა რა დაგიშავა?" - რას წერენ გულშემატკივრები ჯანოს თბილისში გადასვლაზე?