არც ლეხი გამოისყიდის და არც ანორთოსისი დაიტოვებს?! - კაჭარავას გამოუვალი მდგომარეობა
"ლეხ პოზნანმა" დაადასტურა, რომ კლუბი არ გამოისყიდის ნიკა კაჭარავას კონტრაქტს და მიმდინარე სეზონის ბოლოს ის ფამაგუსტას "ანორთოსისში" დაბრუნდება.
პრობლემას და გაურკვევლობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქართველი თავდამსხმელი არც კვიპროსული გუნდის გეგმებში შედის.
როგორც ვიცით, "თეთრ-ლურჯებს" ძალიან მალე დატოვებს თემურ ქეცბაია და გუნდის ფეხბურთელების მომავალი იქნება ბუნდოვანი, განსაკუთრებით მათი, ვინც იჯარით სხვაგან თამაშობენ.
პოლონური გუნდის ფორვარდი "ანორთოსისის" ფეხბურთელების სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება. აქედან გამომდინარე, "ლურჯების" 14-იანს უდიდესი ალბათობით ახალ კლუბში ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ 27-წლის შემტევი მატეი სკორცას გუნდს შეუერთდა მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, თუმცა დამკვიდრება მან ვერ მოახერხა, შედეგად კი 13 მატჩი და მხოლოდ ერთი გოლი.
აქვე დავამატებთ, რომ ლისაბონის "ბენფიკას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კაჭარავამ მიიღო მძიმე ტრავმა და "ლეხს" რამდენიმე თვით გამოაკლდა.
კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ორი მოულოდნელი ფავორიტი გამოიკვეთა - იტალიური პრესა
"ქინქლაძესა და კვარაცხელიას შორის უამრავ მსგავსებას ვხედავთ", - რუსული პრესის შედარება