ავტორიზაცია

"მესი ბარსელონაში უნდა დარჩეს, რადგან მას კრუიფის მისია დარჩა შესასრულებელი", - გვარდიოლა

"მესი ბარსელონაში უნდა დარჩეს, რადგან მას კრუიფის მისია დარჩა შესასრულებელი", - გვარდიოლა
თარიღი 30 აპრ 2021, 11:42

"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ლეიონელ მესის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"მესი ბარსელონაში უნდა დარჩეს კარიერის ბოლომდე, რადგან უკეთეს გარემოს ის ვერსად ნახავს, მათ შორის ვერც მან სიტიში.

ლეომ უნდა შეასრულოს კრუიფის მისია - გადაარჩინოს ის, რაც კატალონიურ კლუბს მთელს მსოფლიოში ხდის განსაკუთრებულს.

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა შემტევმა თავის დროზე გააკეთა სწორედ ეს, როგორც ფეხბურთელმა, შემდეგ კი როგორც მწვრთნლმაც.

მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია არგენტინელი თავდამსხმელი ბლაუგრანას გარდა სხვა გუნდში", - განაცხადა კატალონიელმა ტაქტიკოსმა.

"მისთვის საუკეთესო ვარიანტია", - სუარესმა მესის მომავალთან დაკავშირებით რჩევა მისცა

"პსჟ-ს ყოველთვის უნდოდა მესის შეძენა, ერთხელ ხუმრობით მთხოვეს მისი დარწმუნება", - პარიზელთა ექს-ფეხბურთელი