ავტორიზაცია

საქართველოს ნაკრების რომელი წევრი იტანს ყველაზე მეტ გოლს საკლუბო დონეზე?

საქართველოს ნაკრების რომელი წევრი იტანს ყველაზე მეტ გოლს საკლუბო დონეზე?
თარიღი 30 აპრ 2021, 12:43

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ვაწყდებით ხუთ შემტევს, რომელიც თავის კლუბში გოლების გატანას პერიოდულად ახერხებდეს.

პირველ რიგში გამოსარჩევია "სერენის" თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც 19 გოლით პროქსიმუს ლიგის საუკეთესო გოლეადორის ჯილდო მოიპოვა.

შემდეგ მოდიან გიორგი ქვილითაია ("ანორთოსისი") და გიორგი ბერიძე ("უიპეშტი"), რომლებსაც მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში 30-30 მატჩში 15-15 გოლი დაუგროვდათ.

აგრეთვე გამოსარჩევია "ფეჰერვარის" ფორვარდი ბუდი ზივზივაძე 11 გოლით და თორნიკე ოქრიაშვილი ფამაგუსტადან, რომელმაც ტრავმების მიუხედავად 9 ბურთის გატანა მოასწრო.

საუკეთესო ბომბარდირები ყველა ტურნირის ჩათვლით

1. გიორგი მიქაუტაძე ("სერენი") - 22 მატჩი, 19 გოლი, 1 ასისტი, 1901 წუთი მოედანზე

2. გიორგი ბერიძე ("უიპეშტი") - 30 მატჩი, 15 გოლი, 5 ასისტი, 1894 წუთი მოედანზე

3. გიორგი ქვილითაია ("ანორთოსისი") - 30 მატჩი, 15 გოლი, 2 ასისტი, 2371 წუთი მოედანზე

4. ბუდუ ზივზივაძე ("ფეჰერვარი") - 38 მატჩი, 11 გოლი, 7 ასისტი, 2199 წუთი მოედანზე

5. თორნიკე ოქრიაშვილი ("ანორთოსისი") - 20 მატჩი, 9 გოლი, 1 ასისტი, 1462 წუთი მოედანზე

შემოსვლიდან 30 წამში - ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში მე-11 გოლი გაიტანა!

ბერიძე ზივზივაძის წინააღმდეგ | უნგრეთის თასის ფინალში ქართული დაპირისპირება შედგება