ავტორიზაცია

"მესი ბარსელონასთვის შეუცვლელი არ არის", - ლუის ენრიკე

"მესი ბარსელონასთვის შეუცვლელი არ არის", - ლუის ენრიკე
თარიღი 30 აპრ 2021, 13:11

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ლიონელ მესის შესაძლო წასვლის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ბარსელონას არ უნდა ეშინოდეს ცხოვრების მესის გარეშე, რადგან გუნდი ტიტულების მოგებას მის გარეშე აუცილებლად გააგრძელებს.

აქედან გამომდინარე, ლეო კატალონიელებისთვის არ არის შეუცვლელი, რაც კლუბისთვის არის უფრო კარგი, ვიდრე რაღაც ცუდი.

მე მჯერა, რომ ბლაუგრანა ტიტულების მოგებისა და საჩემპიონო გზაზე აუცილებლად დაბრუნდება", - განაცხადა ესპანელმა დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, არგენტინელი შემტევი ხდება თავისუფალი აგენტი, ანუ მას "ლურჯ-ბროწეულისფრების" დატოვება უფასოდ შეეძლება.

"მესი ბარსელონაში უნდა დარჩეს, რადგან მას კრუიფის მისია დარჩა შესასრულებელი", - გვარდიოლა

"მისთვის საუკეთესო ვარიანტია", - სუარესმა მესის მომავალთან დაკავშირებით რჩევა მისცა