ავტორიზაცია

"მესი ამ მწვრთნელის ხელში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად იქცა", - ლამი

"მესი ამ მწვრთნელის ხელში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად იქცა", - ლამი
თარიღი 01 მაი 2021, 12:03

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა, ფილიპ ლამმა დაასახელა მწვრთნელი, რომლის ხელში ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ იქცა:

"მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გვარდიოლას ხელში გახდა. პეპმა სპეციალურად მისთვის მოედანზე ახალი პოზიციაც კი შექმნა.

კატალონიელმა სპეციალისტმა უბრალოდ იცის, რომ დიდი მატჩების ბედი დამოკიდებულია დიდ ფეხბურთელებზე და არა უბრალოდ ტაქტიკაზე.

სწორედ ამიტომ დაუთმო მან ბარსელონაში მუშაობის პერიოდში ასეთი დიდი დრო ლეოსთვის იდეალური გარემოს შექმნას.

უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინელმა შემტევმა ყველაფერი გააკეთა ძალიან კარგად და ერთად ამ ორმა ადამიანმა კატალონიური კლუბის ისტორია დაწერა".

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" კაპიტანი და ხოსეპ ერთად მუშაობდნენ 2008-2012 წლებში და ამ დროის განმავლობაში მათ ჩემპიონთა ლიგის მოგება 2-ჯერ მოახერხეს.

ფასი ცნობილია - მესის ბუცები, რომლითაც მან პელეს რეკორდი დაამხო, აუქციონზე გაყიდეს

"მესი ბარსელონასთვის შეუცვლელი არ არის", - ლუის ენრიკე