რამდენი პოზიციით დაწინაურდება ბასილაშვილი რეიტინგში, მიუნხენის ტურნირის მოგების შემდეგ?

მიუნხენის ტურნირის მოგება ნიკოლოზ ბასილაშვილის რეიტინგზეც დადებითად აისახება.
როგორც იცით, გერმანიაში გამართული ტურნირის 250-იანი სერიის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულს მისი მოგებისთვის 250 სარეიტინგო ქულა ეწერებოდა, ფინალისტს კი - 150.
შესაბამისად, დღევანდელი გამარჯვებით ბასილაშვილმა 250 ქულა ჩაიწერა და ორშაბათს, ანუ ხვალ, ოთხი პოზიციით დაწინაურდება.
ტურნირის დაწყების წინ ბასილაშვილი ერთეულთა თანრიგში 35-ე იყო, ხვალ კი, რეიტინგის განახლების შემდეგ, ოცდაათეულს მაქსიმალურად მიუახლოვდება და 31-ე გახდება.
მისი უახლოესი მდევარი ფრანგი უგო უმბერტი იქნბეა 1825 ქულით, ერთი საფეხურით წინ კი ამერიკელი ტეილორ ფრიტცია (1855).
მიუხედავად ამისა, კარიერის საუკეთესო შედეგამდე ბასილაშვილს ჯერ კიდევ ბევრი უკლია - 2019 წლის ივლისის ჩათვლით ის საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მე-16 პოზიციას იკავებდა.
რამდენი გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირის მოგებით?
არიისს! ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონის მეორე ტიტული მოიგო, თანაც სეტწაუგებლად