ავტორიზაცია

"იუვენტუსის ჰეგემონია ადრე თუ გვიან ისედაც დასრულდებოდა", - პირლო

"იუვენტუსის ჰეგემონია ადრე თუ გვიან ისედაც დასრულდებოდა", - პირლო
თარიღი 03 მაი 2021, 11:34

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ სერია ა-ში მისი გუნდის ჰეგემონიის დასრულების შესახებ ისაუბრა:

"ვულოცავ ინტერს და ამ კლუბის ხელმძღვანელობას, ჩემპიონის ტიტული დამსახურებულია. ჩვენც მილანელების მაგალითზე უნდა შევიცვალოთ.

იუვენტუსის ჰეგემონიის დასრულებაში ბევრი მადანაშაულებს მე, თუმცა მარადიული არაფერია და ნებისმიერი ეპოქა ადრე თუ გვიან სრულდება.

ცხადია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ლიდერობის დაბრუნებას არ ვცდილობდით ან მომავალში არ ვეცდებით", - განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, სერია ა-ში ჩატარებული 34 ტურის შემდეგ, "ბებერ ქალბატონს" აქვს 69 ქულა, ისევე როგორც "მილანსა" და ბერგამოს "ატალანტას".

პირლოს იუვენტუსიდან წასვლა გადაწყვეტილია — ტურინში მისი პოტენციური შემცვლელი შეამჩნიეს!

რონალდუს დუბლი 6 წუთში და ქამბექი - იუვენტუსმა უდინეზეს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო