შემტევი, რომელიც მეტ ყურადღებას იმსახურებს - ბერიძის შთამბეჭდავი სეზონი და შედეგი
როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთის თასის ფინალში გიორგი ბერიძის "უიპეშტმა" ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარი" დაამარცხა.
ზოგადად, უნგრეთის თასის ქართველი გამარჯვებული ატარებს ძალიან კარგ სეზონს და ამაზე მისი შთამბეჭდავი სტატისტიკა მეტყველებს.
ბუდაპეშტური გუნდის შემტევის მონაგარი მიმდინარე სეზონში შეადგენს 31 შეხვედრაში გატანილ 15 გოლსა და განხორციელებულ 5 ასისტს.
23-წლის ვინგერმა ცხრა გოლი გაიტანა უნგრეთის ჩემპიონატში, ექვსი კი თასზე. "თეთრ-იასამნისფრების" მე-17 ნომერმა მოედანზე 2008 წუთი დაჰყო.
რაც შეეხება ბერიძის სატრანსფერო ღირებულებას, ამ დროისთვის ის არის შეფასებული 450 ათას ევროდ, თუმცა 2019 წლის ნოემბერში ის 650 ათასიც ღირდა.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართველ გარემარბს შრომა დაუფასდა და სამწლიანი პაუზის შემდეგ, ის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა.
გიორგიმ 2018 წელს ითამაშა მალტასა და ლუქსემბურგთან, გასულ მარტში კი ის ესპანეთსა და შვედეთთან შეხვედრაშიც ვნახეთ.
ზივზივაძემ ფინალი ზედიზედ მეორედ წააგო - ბერიძე უნგრეთის თასის გამარჯვებულია
გოლებთან ერთად ასისტიც - ბერიძემ უნგრეში ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გააკეთა