ავტორიზაცია

[VIDEO] ორივე ეფექტური გოლი იყო - ლევან კუტალიას დუბლი ისრაელში

თარიღი 05 მაი 2021, 01:02

ისრაელის მე-2 დივიზიონის 35-ე ტურში რამანანასა და ჰაპოელ ალ-ფამს შორის გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3-2 დასრულდა.

შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა სტუმართა ქართველმა შემტევმა ლევან კუტალიამ, რომელმაც 90 წუთი დაჰყო მოედანზე, თავი კი დუბლით გამოიჩინა 52-ე და 64-ე წუთებზე გატანილი ეფექტური გოლებით.

ლევან კუტალია ჰაპოელ ალ-ფამს 2021 წლის იანვარში ჰაპოელ თელ-ავივიდან იჯარის წესით შეუერთდა, 16 მატჩში კი 9 გოლის გატანა მოახერხა.

35 ტურის შემდეგ ჰაპოელ ალ-ფამი 36 ქულით მე-14 პოზიციაზეა და მე-3 ლიგაში გავარდნის საშიშროების წინაშეა.

რუსეთში ანტი-გმირობიდან ტურის სიმბოლურამდე ერთი ნაბიჯია - კვერკველია საუკეთესოებს შორის მოხვდა

შემტევი, რომელიც მეტ ყურადღებას იმსახურებს - ბერიძის შთამბეჭდავი სეზონი და შედეგი