ტრანსფერი 1 მილიონი დაჯდება - მამარდაშვილი ესპანურ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა!
20 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში გადასვლასთან ახლოსაა.
ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემები ავრცელებენ და წერენ, რომ ტრანსფერი "ღამურებს" 1 მილიონი ევრო დაუჯდებათ, თუ საიჯარო კონტრაქტის შემდეგ გუნდი მის გამოსყიდვას დააპირებს.
"ვალენსიამ უკვე დაიწყო ახალი სეზონისთვის გაძლიერებაზე ფიქრი და ერთ-ერთი პოზიცია, სადაც გუნდი ახალ მოთამაშეებს დაიმატებს, სწორედ მეკარეა. გუნდი აპირებს იასპერ სილესენთან შელევას და ამას გარდა, მეორე შემადგენლობის 2 კიპერი: უნაი ეჩარაბია და ემილიო ბერნადი კონტრაქტს აღარ ახანგრძლივებენ, მესტალიის ბინადრებმა კი მიაღწიეს შეთანხმებას დინამო თბილისთან გიორგი მამარდაშვილის ერთწლიანი იჯარის თაობაზე.
თუ ამ პერიოდში ვალენსია ქართველი მეკარის მუშაობით კმაყოფილი იქნება, კლუბს დინამო თბილისისთვის 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, თუმცა გამოსყიდვა სავალდებულო არ იქნება. ამ ეტაპზე კლუბი გეგმავს ის მეორე გუნდში სასტარტო შემადგენლობაში ათამაშოს, ხოლო საჭიროებისამებრ პირველ გუნდში მესამე მეკარედ განიხილება," - წერს lavozdelpuchades.
გიორგი მამარდაშვილი ლოკომოტივში თამაშობს, თუმცა დინამო თბილისის საკუთრებაა. მიმდინარე სეზონში 20 წლის მეკარის აქტივში 12 მატჩია.
ვალენსია მიმდინარე სეზონში ცუდ ფორმაშია და ლა ლიგაში 36 ქულით 34 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა, შესაბამისად, "ღამურების" რიგებში ბევრ ცვლილებას უნდა ველოდოთ.
ორივე ეფექტური გოლი იყო - ლევან კუტალიას დუბლი ისრაელში
რუბინმა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება გაზარდა - რა თანხას ითხოვენ ყაზანელები?