ოფიციალურად: დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის მატჩი კომენდანტის საათის დროს გაიმართება
ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" შორის გაიმართება 8 მაისს, 19:15 საათზე.
თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ მატჩი დაიწყებოდა 17:00 საათზე, თუმცა შემდეგ, დაწყების დრომ რამდენიმე საათით გადაიწია.
თამაშის დასრულების მომენტისთვის იქნება 22:00 საათი, ანუ შეხვედრის დასრულებას კომენდანტის საათიც მიუსწრებს. ელიგის უფროსობამ მოიფიქრა შემდეგნაირი გამოსავალი:
მატჩზე დასასწრები ბილეთი ავტომატურად იქნება საშვიც, რაც ნიშნავს იმას, რომ ბილეთის მფლობელი პირები კომენდანტის წესის დარღვევის გამო არ დაჯარიმდებიან.
შეხვედრას დაესწრება სტადიონზე ტევადობით გათვალისწინებულ გულშემატკივართა რაოდენობის 30%, ანუ 6500 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ანალოგიური პრინციპი მოქმედებდა საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშზეც, გასულ მარტს.
აქვე დავამატებთ, რომ ეროვნული ლიგის 11 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 25 ქულით ლიდერობენ თბილისელები, უახლოესი მდევრის როლში კი სწორედ აჭარლები არიან (22 ქულა).
ოფიციალურად: ჯანო ანანიძე დინამო თბილისის ფეხბურთელია
"კვარაცხელია ფერდინანდზე წინ აღმოჩნდება", - ბრიტანული პრესა ხვიჩას ლიდსში შესაძლო ტრანსფერის შესახებ