ავტორიზაცია

ლუკაკუ იბრაჰიმოვიჩს არ ეშვება: "ნამდვილმა ღმერთმა მილანის მეფე აკურთხა"

ლუკაკუ იბრაჰიმოვიჩს არ ეშვება: "ნამდვილმა ღმერთმა მილანის მეფე აკურთხა"
თარიღი 05 May 2021, 14:36

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რომელუ ლუკაკუს დაპირისპირება გრძელდება. უფრო კონკრეტულად კი ამჯერად ასპარეზზე გამოვიდა ბელგიელი, შვედის მისამართით გაჟრერებული განცხადებით.

სკუდეტოს მოგების შემდეგ, მილანის "ინტერის" ლიდერმა სოციალურ ქსელში გააკეთა შემდეგი განცხადება - "ნამდვილმა ღმერთმა მილანის ახალი მეფე უკვე აკურთხა, მუხლი მოიყარეთ მის წინაშე".

"ნერაძურის" ცხრიანმა ასეთი ფორმით პასუხი გასცა "მილანის" თავდამსხმელის ამ ფრაზას - "მილანს არასდროს ჰყოლია მეფე, მას ჰყავს ღმერთი".

ამის გარდა, თებერვალში გამართულ დერბი დელა მადონინაში ორ ფორვარდს შორის გაიმართა დაპირისპირება, რომლის დროსაც ორივე მოთამაშემ ერთმანეთს სიტყვირი შეირაცხყოფა მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ "გველებმა" სერია ა-ს ჩემპიონობა უკვე გაიფორმეს, "როსონერი" კი ამ დროისთვის 69 ქულით მეოთხე ადგილზე არის.

"მის გამო, მზად ვარ სიკვდილამდე ვიბრძოლო", - ლუკაკუმ თავისი პროგრესისთვის მნიშვნელოვან ადამიანზე ისაუბრა

"3 კუმირი მყავს", - ლუკაკუ საყვარელი ფეხბურთელების შესახებ