ავტორიზაცია

ყველაფერი გადაწყვეტილია - ვლადიმირ ვაისის ახალი სამუშაო ადგილი ცნობილია

ყველაფერი გადაწყვეტილია - ვლადიმირ ვაისის ახალი სამუშაო ადგილი ცნობილია
თარიღი 05 მაი 2021, 20:11

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ჩემპიონს, ბრატისლავას სლოვანს ჩაუდგება სათავეში.

ამის შესახებ ინფორმაციას refresher.cz ავრცელებს და წერენ, რომ წლების შემდეგ 56 წლის სპეციალისტი თავის შვილს, ვლადიმირ ვაის უმცროსს კვლავ გაწვრთნის.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 5 წლის განმავლობაში წვრთნიდა. "ჯვაროსნები" სლოვაკმა 2016 წლის მარტში ჩაიბარა და მისი ბოლო მატჩში სომხეთთან(1-2) მარცხი იყო, 2020 წლის ნოემბერში.

ვლადიმირ ვაისი 2020 წელს სლოვაკეთის ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად დაასახელეს.

მიმდინარე სეზონში სლოვანი 65 ქულით პირველ ადგილზეა და დიდი ალბათობით, ჩემპიონიც გახდება, თუმცა სლოვაკური გამოცემები ამტკიცებენ, რომ ვაისის გუნდში დანიშვნა გადაწყვეტილია.

ტრანსფერი 1 მილიონი დაჯდება - მამარდაშვილი ესპანურ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა!

ორივე ეფექტური გოლი იყო - ლევან კუტალიას დუბლი ისრაელში