"ხვიჩა რუსეთში 1 წლით კიდევ უნდა დარჩეს და ავხსნი რატომ" - უკრაინელი აგენტი
სერია ა-ში მომუშავე უკრაინელმა სკაუტმა ალექს ველიკიხმა ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის ჩემპიონატში 1 სეზონით კვლავ დარჩენა ურჩია, იმ შემთხვევაში, თუ ყაზანის რუბინი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გასვლას მოახერხებს.
"ხვიჩა კვარაცხელიასადმი იტალიური გუნდები ყველაზე დიდ ინტერესს იჩენენ. მის მომავალთან დაკავშირებით, ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, გავა თუ არა რუბინი ევროტურნირებზე. თუ ყაზანელები ამას მოახერხებენ, ლოგიკური იქნება, თუ ხვიჩა რუსულ გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება. ევროთასებზე გამოსვლა მას საშუალებას მისცემს, მომავალში გაყიდვაზე დიალოგი გაცილებით ძლიერი პოზიციიდან წარმართოს," - განაცხადა ალექს ველიკიხმა Matchtv-სთან ინტერვიუში.
რუბინის ყაზანის 20 წლის ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში, მისი კარგი თამაშის გამო, ბევრ ევროპულ გუნდს უკავშირებენ.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუბინის მაისურით 22-ჯერ ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ყველაფერი გადაწყვეტილია - ვლადიმირ ვაისის ახალი სამუშაო ადგილი ცნობილია
ოფიციალურად: დინამო ბათუმისა და დინამო თბილისის მატჩი კომენდანტის საათის დროს გაიმართება