ავტორიზაცია

2-თვიანი პაუზის შემდეგ: ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატში პირველად მოიგო

2-თვიანი პაუზის შემდეგ: ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატში პირველად მოიგო
თარიღი 05 მაი 2021, 22:47

კვიპროსის საჩემპიონო პლეი-ოფის 35-ე ტურის მატჩში ლიმასოლის აელი ანორთსისთან საკუთარ მოედანზე 1-2 დამარცხდა.

აღნიშნული მოგება ფამაგუსტელებისთვის სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით არაფერს ცვლის, თუმცა თემურ ქეცბაიას გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატში 2-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო.

სტუმართა შემადგენლობაში ქართველი მოთამაშეებიდან გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო სასტარტოში იყვნენ თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია, რომლებიც ქეცბაიამ მეორე ნახევარში შეცვალა.

ანორთოსისს უკანასკნელ 2 თვეში 4 მოგება ჰქონდა და ყველა კვიპროსის თასზე.

თემურ ქეცბაიას გუნდი კვიპროსის თასის ფინალში 15 მაისს ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ ითამაშებს, სადაც ქართველი მწვრთნელის ბოლო შეხვედრა იქნება ანორთოსისში.

"ხვიჩა რუსეთში 1 წლით კიდევ უნდა დარჩეს და ავხსნი რატომ" - უკრაინელი აგენტი

ყველაფერი გადაწყვეტილია - ვლადიმირ ვაისის ახალი სამუშაო ადგილი ცნობილია