ავტორიზაცია

ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს მატჩის ყველა ბილეთი 2 საათში გაიყიდა

ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს მატჩის ყველა ბილეთი 2 საათში გაიყიდა
თარიღი 06 მაი 2021, 01:17

8 მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა.

ამისთვის კი საჭირო მხოლოდ 2 საათი იყო. შეხვედრას სტადიონის ტევადობის 30%, ანუ 7000-მდე ქომაგი დაესწრება და ეცდებიან, ბათუმი არენაზე საუცხოო ატმოსფერო შექმნან.

ბათუმის დინამო ახალ სტადიონზე გულშემატკივრის თანდასწრებით პირველად ითამაშებს. შეხვედრა 20:15 საათზე დაიწყება და კომენდანტის საათის პერიოდში მორჩება, თუმცა მატჩზე დასასწრები ბილეთი ერთჯერადი საშვი იქნება.

ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში ამ მატჩის წინ დაძაბულობაა. დინამო თბილისი ჩემპიონატს 25 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ბათუმის დინამო და გამარჯვების შემთხვევაში გალიდერდება.

"ხვიჩა რუსეთში 1 წლით კიდევ უნდა დარჩეს და ავხსნი რატომ" - უკრაინელი აგენტი

ყველაფერი გადაწყვეტილია - ვლადიმირ ვაისის ახალი სამუშაო ადგილი ცნობილია