ავტორიზაცია

რომელ მატჩებს გამოტოვებს გიორგი ჭიაბრიშვილი დისკვალიფიკაციის გამო?

თარიღი 06 მაი 2021, 12:43

ეროვნული ლიგის მე-10 ტურში საბურთალოსთან(0-1) მატჩში მსაჯთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი: 1 ივლისამდე გიორგი ჭიაბრიშვილი ლოკომოტივს მთავარი მწვრთნელის სკამიდან მატჩების დროს ვერ უხელმძღვანელებს.

აღნიშნული მატჩიდან ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა გავიდა, თელავთან(2-2), შესაბამისად, გიორგი ჭიაბრიშვილი მიმდინარე სეზონში ლოკომოტივს უშუალოდ მოედნიდან შემდეგ გუნდებთან ვერ უხელმძღვანელებს: დილა(სახლი), შუქურა(სტუმრად), სამტრედია(სახლი), დინამო ბათუმი(სახლი), სამგურალი(სტუმრად), ტორპედო(სახლი), დინამო თბილისი(სტუმრად), საბურთალო(სტუმრად), თელავი(სახლი).

ეროვნული ლიგის 11 ტურის შემდეგ ლოკომოტივს 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილსი მე-5 პოზიციაზეა.

"ხვიჩა რუსეთში 1 წლით კიდევ უნდა დარჩეს და ავხსნი რატომ" - უკრაინელი აგენტი

2-თვიანი პაუზის შემდეგ: ანორთოსისმა კვიპროსის ჩემპიონატში პირველად მოიგო