"ხვიჩა, წადი აიაქსში!" - ზენიტის ფეხბურთელი კვარაცხელიას რჩევას აძლევს
ზენიტის მარჯვენა მცველმა ვიაჩესლავ კარავაევმა რუბინის ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიასა და ფეხბურთელის შესაძლო ევროპულ ტრანსფერზე ისაუბრა.
"როცა ფეხბურთელი ინდივიდუალურად ძლიერია, შეუძლებელია მცველმა მის წინააღმდეგ უშეცდომოდ ითამაშოს. ხვიჩას წინააღმდეგ ასპარეზობა რთულია.
ჩანს, რომ კვარაცხელია მართლაც ტოპ-ტალანტია, მრავალმხრივი ფეხბურთელია. ღმერთმა ქნას, ყველაფერი გამოუვიდეს ცხოვრებაში. ფაქტია, ლეონიდ სლუცკი მას პროგრესში ძალიან ეხმარება.
ხვიჩა აიაქსში? ეს გუნდი საუკეთესოა იმის ცოდნაში, როგორ შექმნას ტალანტისგან ვარსკვლავი. ახალგაზრდა ბიჭები საკუთარ შემტევ სტილს არცერთ მატჩში არ ღალატობენ.
რას ვიზამ, თუ ხვიჩა დამირეკავს და მკითხავს, წავიდე თუ არა აიაქსშიო? ვეტყვი, კი წადი!" - განაცხადა ვიაჩესლავ კარავაევმა, რომელიც მიმდინარე სეზონში ზენიტთან ერთად რუსეთის ჩემპიონი გახდა.
კარგი სეზონის გამო ხვიჩა კვარაცხელიას აიაქსის გარდა, ბევრ ევროპულ გუნდს უკავშირებენ. მიმდინარე სეზონში 20 წლის შემტევმა რუბინის მაისურით 23-ჯერ ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ვიაჩესლავ კარავაევი ნიდერლანდულ ფეხბურთს კარგად იცნობს. 25 წლის მარჯვენა მცველი 2018-2019 წლებში ვიტესში თამაშობდა.
გიორგი ჭიაბრიშვილი მსაჯთან ფიზიკურად დაპირისპირებისთვის უმკაცრესად დასაჯეს
"99%-ით გადაწყვეტილია, რომ კვარაცხელიას ზაფხულში დიდ გუნდში ვიხილავთ", - დავითაშვილი
ყველაფერი გადაწყვეტილია - ვლადიმირ ვაისის ახალი სამუშაო ადგილი ცნობილია