ავტორიზაცია

"გულწრფელი ვიქნები, იმ მატჩმა უბრალოდ გაგვანადგურა", - ტერ შტეგენმა თავისი კოშმარი გაიხსენა

"გულწრფელი ვიქნები, იმ მატჩმა უბრალოდ გაგვანადგურა", - ტერ შტეგენმა თავისი კოშმარი გაიხსენა
თარიღი 08 მაი 2021, 11:46

"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ განცდილ 2:8-ს, კოშმარული მოგონება უწოდა:

"გულწრფელი ვიქნები, ბაიერნის წინააღმდეგ განცდილმა 2:8-მ, უბრალოდ გაგვანადგურა. ჩვენ უბრალოდ არ ვიცოდით, თუ როგორ გაგვეჩერებინა ისინი.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ბევრი მეკითხებოდა, თუ როგორ მოხდა ეს, თუმცა სიმართლე გითხრათ, პასუხი ახლაც არ მაქვს.

ზოგადად კი ესპანეთში დიდ პატივს სცემენ გერმანულ ფეხბურთს, "ბუნდესნაკრებს", მიუნხენელებსა და დორტმუნდს", - განაცხადა "მანშაფტის" კიპერმა.

შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერმა" კატალონიელები 8:2 გაანადგურა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, მოგვიანებით კი დამარცხებული იქნა ლიონის "ოლიმპიკი" და "პსჟ".

ტერ შტეგენი ბარსელონაში ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

დარჩება თუ არა მესი ბარსელონაში? - ტერ შტეგენის პასუხი