ავტორიზაცია

არსებობს თუ არა ნოიერის ძირითადიდან ამოგდების შანსი? - ტერ შტეგენის პასუხი

არსებობს თუ არა ნოიერის ძირითადიდან ამოგდების შანსი? - ტერ შტეგენის პასუხი
თარიღი 08 მაი 2021, 12:22

გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მანუელ ნოიერთან კონკურენციის შესახებ განცხადება გააკეთა:

"არსებობს თუ არა გერმანიის ნაკრების ძირითადიდან ნოიერის ამოგდების შანსი? არ ვფიქრობ ამის შესახებ, მე უბრალოდ ჩემს შანსს ველოდები.

იმ შემთხვევაში, თუ მას დასჭირდება შეცვლა, აუცილებლად ახლოს ვიქნები. ჩვენ ვართ კონკურენტები, თუმცა არა მტრები.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ხშირად ვესაუბრებოდი მანუელს გუნდურობასა და სულისკვეთებაზე. ყველაფერი წესრიგშია.

იმასაც ვაცნობიერებ, რომ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ბევრი რამ შესაძლოა შეიცვალოს", - განაცხადა გერმანელმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" კიპერი "ბუნდესნაკრებში" ირიცხება 2012 წლიდან, თუმცა მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანთან კონკურენციის გათვალისწინებით, მან მხოლოდ 25 მატჩის ჩატარება მოახერხა.

მანუელ ნოიერმა ჰანსი ფლიკის წასვლაზე კომენტარი გააკეთა

"გულწრფელი ვიქნები, იმ მატჩმა უბრალოდ გაგვანადგურა", - ტერ შტეგენმა თავისი კოშმარი გაიხსენა