ავტორიზაცია

ბარსელონა იმედგაცრუებულია და ნეიმარის მხრიდან თავს გამოყენებულად გრძნობს - RAC1

ბარსელონა იმედგაცრუებულია და ნეიმარის მხრიდან თავს გამოყენებულად გრძნობს - RAC1
თარიღი 09 მაი 2021, 16:30

„პსჟ-ს“ ფორვარდმა, ნეიმარმა, გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე ოფიციალურად გაახანგრძლივა.

„ბარსელონას“, რომელიც ბრაზილიელზე პრეტენზიებს აცხადებდა, ეს საშინლად არ მოეწონა, იტყობინება Marca, კატალონიურ გამოცემა RAC1-ზე დაყრდნობით.

ერთი თვის წინ, „ბარსელონამ“ თავისი წარმომადგენელი პარიზში გააგზავნა, სადაც მას ნეიმართან მოლაპარაკებები უნდა გაემართა და შესაძლო დაბრუნების საფუძველი ჩაეყარა.

კატალონიური კლუბის წარმომადგენელთან საუბარში, ნეიმარმა „კამპ ნოუზე“ დაბრუნების სურვილი გამოთქვა. თუმცა, აქედან სულ რამდენიმე კვირაში, „პსჟ-სთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

ნეიმარის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, „ბარსელონა“ იმედგაცრუებულია და ფიქრობს, რომ ნეიმარმა მათი კლუბი „პსჟ-სთან“ მოლაპარაკებებისთვის გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „ბარსელონადან“ „პსჟ-ში“ 2017 წელს, 222 მილიონ ევროდ გადავიდა.

ასტრონომიული ციფრები: რამდენს მიიღებს ნეიმარი პსჟ-სგან ახალი კონტრაქტის მიხედვით?

საპნის ოპერა დასრულებულია! ოფიციალურად: ნეიმარის მომავალი გადაწყდა