ავტორიზაცია

BREAKING: "იუვენტუსს მომავალი სეზონიდან სერია ა-დან გაძევება ემუქრება", - ფედერაციის პრეზიდენტი

BREAKING: "იუვენტუსს მომავალი სეზონიდან სერია ა-დან გაძევება ემუქრება", - ფედერაციის პრეზიდენტი
თარიღი 10 მაი 2021, 18:42

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ აღნიშნა, რომ „იუვენტუსს“ სერია ა-დან გაძევება ემუქრება.

მოვლენების ასეთი განვითარება მოსალოდნელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ტურინული გუნდი სუპერლიგაში მონაწილეობაზე უარს არ იტყვის.

„წესები გასაგებია. თუ „იუვენტუსი“ ახალი სეზონის წინ ჯერ კიდევ სუპერლიგის მონაწილე იქნება, მაშინ სერია ა-ში ვერ ითამაშებს. 

გულშემატკივრები შემეცოდება, მაგრამ წესი წესია და ის ყველას მიმართ გამოიყენება. იმედი მაქვს, ეს თოკის ქაჩვა მალე დასრულდება.“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე სუპერლიგიდან გამოსვლა მხოლოდ „რეალს“, „იუვენტუსს“ და „ბარსელონას“ არ დაუდასტურებიათ და პირიქით, მათ ოფიციალურ განცხადებაში დასძინეს, რომ გამოსვლა უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

დანარჩენი 12 დამფუძნებელი უეფასთან გარიგებას დათანხმდა და გარკვეულ ჯარიმებსაც მოაწერა ხელი.
 

მკაცრი წერილი, რომელიც რეალმა, ბარსამ და იუვემ სუპერლიგის სხვა 7 დამფუძნებელს მისწერეს

"ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა", - რეალმა, ბარსამ და იუვენტუსმა, სუპერლიგასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთეს