კიტეიშვილი: "დიდი მოვლენა და ბედნიერება მელის წინ"
"შტურმ გრაცის" შემტევმა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა Kleinezeitung-თან საუბარში "რედ ბულ ზალცბურგის" კარში გატანილი გოლის შესახებ ისაუბრა:
"რას ნიშნავდა ჩემი გოლის აღნიშნვა ზალცბურგთან შეხვედრაში? მამა ვხდები. ეს იქნება ჩემი ცხოვრების დიდი მოვლენა და ბედნიერება.
შესანიშნავი საშუალება იყო, ეს ამბავი ამ გზით მეცნობებინა. მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერები ვართ, ბავშვი დეკემბერში უნდა დაიბადოს".
შეგახსენებთ, ქართველი ფლეიმეიქერი "შავ-თეთრებში" თამაშობს 2018 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან მოასწრო 93 მატჩის ჩატარება, 17 გოლის გატანა და 15 ასისტის შესრულება.
აქვე დავამატებთ, ავსტრიის ბუნდესლიგაში გამართული 22 ტურის შემდეგ, შტირიელები 39 ქულით მეოთხე პოზიციაზე არიან.
Transfermarkt-ი "მერკურ-არენას" ბინადრების ათიანს აფასებს სამ მილიონ ევროდ, თუმცა 2020 წლის დეკემბრის შემდეგ, მისი ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა.
ეფექტური შესრულება - ოთარ კიტეიშვილმა ზალცბურგს გაუტანა
"საქართველოს ნაკრებს ტოპ-გუნდებთან მოგების რესურსი აქვს", - კიტეიშვილი