ავტორიზაცია

"მესისა და მბაპეს შემდეგ, მასთან თამაშს ვისურვებდი", - ნეიმარმა ოცნების თანაგუნდელი დაასახელა

"მესისა და მბაპეს შემდეგ, მასთან თამაშს ვისურვებდი", - ნეიმარმა ოცნების თანაგუნდელი დაასახელა
თარიღი 12 მაი 2021, 11:53

"პარი სენ-ჟერმენის" ლიდერმა, ნეიმარ ჟუნიორმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის გვერდით თამაშს ის სამომავლოდ ისურვებდა:

"ძალიან მინდა რონალდუს გვერდით თამაში. საბედნიეროდ, მესისა და მბაპეს გვერდიგვერდ აპარეზობის შესაძლებლობა უკვე მქონდა.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, პორტუგალიელი თავდამსხმელი კიდევ უფრო გაამდიდრებდა ჩემი თანაგუნდელების რიცხვს", - განაცხადა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, "პსჟ"-ს ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, ტურინის "იუვენტუსის" შემტევის მომავალი კი ბუნდოვანია.

"ბებერი ქალბატონის" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რომ ლეგენდარულმა შვიდიანმა რეალურად შეიცვალოს გუნდი.

ერთ-ერთი კლუბი, რომლის სახელს უკავშირებენ პირენეელი ბომბარდირის სახელს, სწორედ პარიზი არის. პრესაში აგრეთვე ფიგურირებს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნების ვარიანტიც.

"ნეიმარის საუკეთესო წლები წარსულშია, ის მატჩებს მარტო ვეღარ იგებს", - პსჟ-ს ექს-ფეხბურთელი

ბარსელონა იმედგაცრუებულია და ნეიმარის მხრიდან თავს გამოყენებულად გრძნობს - RAC1