ავტორიზაცია

დადასტურდა: იბრაჰიმოვიჩისთვის სეზონი დასრულდა - ითამაშებს თუ არა შვედი ევრო 2021-ზე?

დადასტურდა: იბრაჰიმოვიჩისთვის სეზონი დასრულდა - ითამაშებს თუ არა შვედი ევრო 2021-ზე?
თარიღი 12 May 2021, 13:44

"მილანმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ლიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სეზონის დარჩენილ ნაწილს ლაზარეთში გაატარებს.

როგორც მოგეხსენებათ, შვედმა თავდამსხმელმა ტრავმა მიიღო ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში.

რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, "როსონერის" ფორვარდი მოედნის მიღმა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დარჩება.

"ეშმაკებს" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა მოუწევთ სკანდინავიელი შემტევის გარეშე, "ტირინოსთან", "კალიარისა" და ბერგამოს "ატალანტასთან" მატჩებში.

ცალკე საკითხავია "იბრაკადაბრას" მონაწილეობა მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე, რომელზეც შვედეთის ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას გამართავს 14 ივნისს, ესპანეთთან.

იმის გათვალისწინებით, რომ "შავ-წითლების" მე-11 ნომრის დაბრუნების სავარაუდო თარიღად მოიაზრება სწორედ ივნისის დასაწყისი, ევრო 2021-ზე ის დიდი ალბათობით ითამაშებს.

ლუკაკუ იბრაჰიმოვიჩს არ ეშვება: "ნამდვილმა ღმერთმა მილანის მეფე აკურთხა"

დალოტი: "მილანი იბრაჰიმოვიჩთან ერთად უფრო ძლიერია, ვიდრე მის გარეშე"