ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "შესნისთან ბოდიში, მაგრამ ინტერმა ჩემპიონობა დაიმსახურა"

ლევანდოვსკი: "შესნისთან ბოდიში, მაგრამ ინტერმა ჩემპიონობა დაიმსახურა"
თარიღი 12 მაი 2021, 15:36

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ სერია ა-ს საჩემპიონო რბოლის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ბოდიში ჩემს თანამემამულე შესნისთან, თუმცა ინტერმა სკუდეტო მართლაც დაიმსახურა. ამ გუნდმა ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა.

იუვენტუსმა, ისევე როგორც ბაიერნმა მიაღწია საოცარ შედეგს - ზედიზედ ცხრა ჩემპიონობის გამოდნობა ყველას არ შეუძლია.

სასიხარულოა ის, რომ სეზონიდან სეზონამდე, პირველი ადგილის შენარჩუნება უფრო ფა უფრო რთულდება", - განაცხადა პოლონელმა.

შეგახსენებთ, პირველად 2012 წლის შემდეგ, ტურინელებმა სერია ა-ს ჩემპიონობა დაუთმეს სხვა გუნდს, მაშინ, როდესაც "რეკორდმაისტერი" 2013 წლის შემდეგ, ბუნდესლიგაში ჯერ კიდევ შეუჩერებელია.

ლევანდოვსკი ბაიერნით უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია - რა არ მოსწონს პოლონელს?

ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქი და 6:0! - ბაიერნმა ჩემპიონის სტატუსით გლადბახს გადაუარა