VIDEO: გავიხსენოთ ადრიანოს ჰეტ-ტრიკი ვლადიმირ ვაისის გუნდის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე
2005-2006 წლის სეზონი - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი: მილანის "ინტერი" საკუთარ კედლებში ბრატისლავას "არტმედია პეტრჟალკას" იღებს.
"ნერაძური" ითვლებოდა ფავორიტად და იტალიურმა გუნდმა აღნიშნული სტატუსი განამტკიცა - "შავ-თეთრების" კარში ოთხი უპასუხო გოლი გავიდა.
აღსანიშნავია, რომ "პეტრჟალკას" წვრთნიდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ვლადიმირ ვაისი, რომლის გუნდის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მოხვედრა უდიდესი სენსაცია იყო.
ბრატისლავური გუნდის კარში ჰეტ-ტრიკი შეასრულა ადრიანო ლეიტე რიბეირომ, ერთი გოლის შეგდება ლუიშ ფიგუმაც შეძლო.
ყველაფერი გადაწყვეტილია - ვლადიმირ ვაისის ახალი სამუშაო ადგილი ცნობილია
ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ინტერის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს მოულოდნელი თხოვნით მიმართა