დამშვიდობებაც ასეთი უნდა! - ბუფონი იუვენტუსს მორიგი რეკორდით ტოვებს
"სასუოლოსა" და ტურინის "იუვენტუსის" შეხვედრაში, კრიშტიანუ რონალდუს მე-100 გოლის გარდა, მოხდა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი:
ჯანლუიჯი ბუფონმა პენალტი მოიგერია. იტალიელი მეკარე გახდა სერია ა-ს ყველაზე ასაკოვანი გოლკიპერი, რომელმაც 11-მეტრიანის მოგერიება შეძლო.
ჯიჯიმ 43-წლის ასაკში მოახერხა დომენიკო ბერარდის პენალტის მოგერიება, "ბებერმა ქალბატონმა" კი ანგარიშით 3:1 მოიპოვა გამარჯვება.
კალჩოს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, "ბიანკონერი" ჩემპიონთა ლიგის ზონას ერთი ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, სეზონის დასრულების შემდეგ, ანდრეა პირლოს გუნდის კარის დარაჯი კლუბს დატოვებს, თუმცა სად გააგრძელებს კარიერის ის, უცნობია.
ბარსელონას გარდა, ბუფონს კარიერის გაგრძელების კიდევ 5 ვარიანტი აქვს — იტალიური პრესა
ცნობილი გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა ბუფონმა იუვენტუსიდან წასვლა