ავტორიზაცია

"აქ გადმოსვლაზე დავითანხმებ", - რონალდუს დედამ შვილის მომავალი გუნდი დაასახელა

"აქ გადმოსვლაზე დავითანხმებ", - რონალდუს დედამ შვილის მომავალი გუნდი დაასახელა
თარიღი 13 მაი 2021, 15:25

კრიშტიანუ რონალდუს დედამ, დოლორეშ ავეირუმ თავისი შვილის მომავალი გუნდი დაასახელა. პორტუგალიელი ქალბატონი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ლისაბონის "სპორტინგში" დაბრუნდება.

"ტურინში მივფრინავ იმისთვის, რომ კრიშტიანუ სპორტინგში დაბრუნებაზე დავითანხმო. მომავალ სეზონს ის აუცილებლად ამ გუნდში გაატარებს".

პორტუგალიელი თავდამსხმელის დედამ აღნიშნული კომენტარი გააკეთა "ლომების" ერთ-ერთ გულშემატკივართან საუბრის დროს, ჩემპიონობის აღნიშნვის მომენტში.

შეგახსენებთ, რომ პირველად 2001-2002 წლების სეზონის შემდეგ, "თეთრ-მწვანეები" გახდნენ პორტუგალიის ჩემპიონები (მე-19 ტიტული).

"ბებერი ქალბატონის" ლიდერი "ესტადიო ჟოზე ალვალადეზე" თამაშობდა 2002-2003 წლებში, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლამდე.

1997-2002 წლებში კი ლეგენდარული შვიდიანი "სპორტინგის" ახალგაზრდულ აკადემიაში ირიცხებოდა. პირენეელი შემტევის მონაგარი შეადგენდა 31 მატჩში გატანილ 5 გოლს.

ფოტო: რონალდუს ახალი ავტომობილი - 1.6 მილიონი ევროს ღირებულების Ferrari Monza SP1

გინდათ 100 გოლი? დაურეკეთ! - რონალდუს ისტორიული მიღწევა