"ბუფონის გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე თვის წინ გავიგეთ", - იუვენტუსის დირექტორი
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ტურინის "იუვენტუსს" ჯანლუიჯი ბუფონი დატოვებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ბებერი ქალბატონის" სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ:
"ბუფონმა იუვენტუსიდან წასვლის შესახებ საჯაროდ ისაუბრა რამდენიმე დღის წინ, თუმცა ჩვენ ამის შესახებ რამდენიმე თვით ადრეც ვიცოდით.
ის არის იტალიური სპორტის სიმბოლო, როგორც როსი და პალტრინიერი. შეუძლებელია ჯიჯის არ დაფასება", - განაცხადა იტალიელმა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს იტალიელი მეკარე კარიერას, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფეხბურთიდან წასვლას ის არ აპირებს.
დამშვიდობებაც ასეთი უნდა! - ბუფონი იუვენტუსს მორიგი რეკორდით ტოვებს
ბარსელონას გარდა, ბუფონს კარიერის გაგრძელების კიდევ 5 ვარიანტი აქვს — იტალიური პრესა