VIDEO: გოლების წვიმა ოლდ ტრაფორდზე - ლივერპული ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს!
გადადებული შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის მოგვევლინა ნამდვილ გოლების წვიმად - 2:4 მერსისაიდელების სასარგებლოდ.
ანგარიში გახსნეს "წითელმა ეშმაკებმა", თუმცა მოგვიანებით "სქაუზერებმა" მიყოლებით სამი გოლის გატანა მოახერხეს.
მარკუს რაშფორდმა სხვაობა შეამცირა მინიმუმამდე, თუმცა მოჰამედ სალაჰმა შეაგდო მეოთხე და საბოლოო წერტილი დასვა.
"მანკუნიანელებმა" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა უკვე გაინაღდეს და რაც შეეხებათ "ენფილდელებს", მათ ოთხეულამდე ოთხი ქულა აშორებთ. პრემიერ ლიგის დასრულებამდე ორი ტური რჩება.
ლივერპული სალაჰის ჩელსიში გაშვებას არ აპირებს
აქვს თუ არა ლივერპულს ოთხეულში მოხვედრის შანსი? - კლოპის პასუხი