რა შემთხვევაში დაასრულებს კარიერას ბუფონი?

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერის დასრულების შესაძლო მიზეზი დაასახელა:
"საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ უახლოეს 20-25 დღეში. გადაწყვეტილი არაფერი მაქვს.
არ ვაპირებ მარტოსულად ბრძოლას და იმ შემთხვევაში, თუ ენთუზიაზმი არ იქნება სხვებისგან, რა გაეწყობა, კარიერას დავასრულებ.
არ მსურს ეგოისტური გადაწყვეტილების მიღება, ყოველთვის ვცდილობდი სიხარულის გაზიარებას სხვებისთვისაც", - განაცხადა იტალიელმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ჯიჯი "ბებერ ქალბატონს" უკვე საბოლოოდ დაემშვიდობება.
"ბუფონის გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე თვის წინ გავიგეთ", - იუვენტუსის დირექტორი
დამშვიდობებაც ასეთი უნდა! - ბუფონი იუვენტუსს მორიგი რეკორდით ტოვებს