ავტორიზაცია

მიატოვიჩი: "აზარს რეალში არაფერი გაუკეთებია"

მიატოვიჩი: "აზარს რეალში არაფერი გაუკეთებია"
თარიღი 15 May 2021, 10:18

მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, პრედრაგ მიატოვიჩმა, ედენ აზარის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"აზარი რეალში ძალიან მეცოდება. ტრავმების გამო, მას გუნდში ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია.

დაიბრუნებს თუ არა ბელგიელი შემტევი ჩვეულ ფორმას? არ ვიცი, იმედი მაქვს, კი. რაც არ უნდა იყოს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

ყველას სურს იმ ფეხბურთელის ხილვა, რომელიც ბრწყინავდა ჩელსიში, მათ შორის მეც", - განაცხადა ყოფილმა სერბმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, "სამეფო კლუბში" გადმოსვლის შემდეგ, "არისტოკრატების" ყოფილმა ლიდერმა მოასწრო სულ რაღაც 42 შეხვედრის ჩატარება და 5 გოლის გატანა.

ზიდანის რეალიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია — რას უკავშირდება ფრანგის გადაწყვეტილება?

"შეხვედრის შემდეგ ვესაუბრე იმაზე, რომ ბოდიში მოეხადა", - ზიდანი აზარის საქციელს გამოეხმაურა