"ამისთვის დაასვენეთ ძირითადის ფეხბურთელები?", - სალაჰმა მანჩესტერი დატროლა

"ლივერპულის" თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა დატროლა თავისი გუნდის უპრინციპულესი მოწინააღმდეგე, "მანჩესტერ იუნაიტედი".
ეგვიპტელმა ფორვარდმა აღნიშნა ის ფაქტი, რომ "წითელი ეშმაკების" სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელების დასვენების მიუხედავად, მერსისაიდელებმა მაინც მარტივად იმარჯვეს:
"მანჩესტერმა ლესტერთან შეხვედრაში დაასვენა სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელების უმეტესობა და ლივერპულთან მატჩში ისინი გადაღლილები სულაც არ იყვნენ.
ამის მიუხედავად, იუნაიტედი დავამარცხეთ მარტივად და აქედან გამომდინარე, მეუფლება კითხვა - რა საჭირო იყო დასვენება?
მათი მიზანი მდგომარეობდა ჩვენს ოთხეულ მიღმა დატოვებაში, თუმცა მიზანს მაინც მივაღწიეთ", - განაცხადა ეგვიპტელმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, "წითლებს" პრემიერ ლიგაში დარჩათ სამი შეხვედრის ჩატარება და მათი ჩამორჩენა ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 4 ქულას შეადგენს.
VIDEO: გოლების წვიმა ოლდ ტრაფორდზე - ლივერპული ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს!
პსჟ-მ მბაპეს შემცვლელად სალაჰი შეარჩია — რა შემთხვევაში ეცდებიან პარიზელები ტრანსფერის გაჩარხვას?