ავტორიზაცია

კლოპი: "რომელს ავირჩევდი ლევანდოვსკისა და სალაჰს შორის?"

კლოპი: "რომელს ავირჩევდი ლევანდოვსკისა და სალაჰს შორის?"
თარიღი 15 მაი 2021, 11:52

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, რობერტ ლევანდოვსკისა და მოჰამედ სალაჰს შორის არჩევანი გააკეთა:

"ლევანდოვსკი თუ სალაჰი? დავიწყოთ იქიდან, რომ ორივესთან მაქვს კავშირი და ორივე მათგანმა განვითარების საოცარი მაგალითი აჩვენა.

რამდენიმე წლის წინ, ძალიან დიდი შთაბეჭდილება ჩემზე მოახდინა სწორედ პოლონელმა თავდამსხმელმა, თუმცა ეგვიპტელის პროგრესი უბრალოდ არაამქვეყნიურია.

ის პერიოდულად გამტანი ფორვარდისგან ნამდვილ გოლების მანქანად იქცა. ამ მხრივ, მოჰამედი სხვებზე გამორჩეული შემტევია.

მის მიდგომაში გამაკვირვებელი არის ყველაფერი, როგორც თამაში, ისე ვარჯიშიც. მოხარული ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩემს ხელში მოხდა".

მიუნხენის "ბაიერნის" ბომბარდირი გერმანელი ტაქტიკოსის ხელმძღვანელობით დორტმუნდის "ბორუსიაში" თამაშობდა 2010-2014 წლებში და ამ დროის მანძილზე მან 187 მატჩში 103 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება მერსისაიდელთა გოლეადორს - 2017-დღემდე, 200 შეხვედრა, 124 ბურთი. ფაქტია, რომ "წითლების" სპეციალისტმა ორივე საოცრად აათამაშა.

რუმენიგე: "გავყიდით თუ არა ლევანდოვსკის?"

"ამისთვის დაასვენეთ ძირითადის ფეხბურთელები?", - სალაჰმა მანჩესტერი დატროლა